ჩემ ჩანთაში ყოველთვის მოეძებნებოდა საპატიო ადგილი რამდენიმე ნივთის ამ დედამიწაზე. ერთ-ერთი მათგანი იყო თამბაქო-ისე რუსულად უფრო კარგად ჟღერს: пачка сигарет. დანარჩენებზე სხვა დროს ვისაუბრებ...
სიგარეტი აზროვნების პროცესში, სიგარეტი მელანქოლიური ფიქრების პროცესში, რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სიგარეტის მისტიური კვამლი ყოველთვის ფასდაუდებელ დახმარებას მიწევდა...
ჩემი და სიგარეტის რამდენიმე წლიანი მეგობრობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა. დასრულდა ძალიან მოულოდნელად და სრული კრახით: რიგი, საკმაოდ სერიოზული მიზეზების გამო ჩემი და ჩემი ასევთქვათ ყველაზე მაგარი ანტიდეპრესანტის მომავალში დამეგობრებაც კი გამორიცხულია...ასე რომ , აწი მხოლოდ ღიმილით შემიძლია გავიხსენო ჩემი მეგობარ-ყოფილი. ჩემი თვითოეული მოწეული ღერი სიგარეტი მიყვარს მე ... ისე ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ სრულიად არ მაღიზიანებენ მწეველი ადამიანები, და პირიქით რაღაც სევდანარევი ნოსტალგიით ვუყურებ მათ და სიგარეტის ურთიერთობას-რატომღაც დაკვირებული ვარ, რომ ყველამ ვინც გადააგდო თამბაქო მწეველებზე აქვთ დიდი "ფუუუ"-ს რეაქცია, პირიქით მივესალმები დღემდე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს მოწევის თავი ( და ტრაკი) და სევდიანად, კიდევ ერთხელ ვემშვიდობები ყველაზე საყვარელ მავნე მეგობარს ამ დედამიწაზე- სიგარეტს....
მინდა მწეველებსაც და არამწეველებსაც დავუმსხვრიო რამდენიმე ჩამოყალიბებული მითი სიგარეტის შესახებ. აი ამ სურათიდან გამომდინარე:
1.მითი-"სიგარეტის მოწევა კბილებს ანჯღრევს და აყვითლებსო": ჩემი პირადი მრავალწლიანი მაგალითიდან გამომდინარე ვიტყვი,რომ ( სკოლის საპირფარეშოში დავიწყე მგონი მოწევა...არც კი მახსოვს ზუსტად)მაინც ყველა კბილი ნორმაში მაქ მიუხედავად მრავალწლიანი მწეველობისა.
2. მითი "სახის კანს აფუჭებსო" . მინდა გითხრათ რომ სიგარეტს სახის კანზე არ უმოქმედია, ჯერ კიდევ ბავშვობიდან არ გამოვირჩეოდი მაინცდამაინც ღაჟღაჟა ლოყებით და სიგარეტს კი არაფერი დაუშავებია ჩემი კანისთვის.
3. "სიგარეტის გადაგდება ასუქებსო". რამდენიმე თვეა გადავაგდე და აშკარად არ უმოქმედია ამას ჩემ წონაზე. პირიქით მგონი უფრო კაი ფორმაში ვარ , ვიდრე მწეველობის პერიოდში.
მოკლედ დაკიდეთ ყველას რჩევა , აზრები და უბრალოდ არ მოწიოთ სიგარეტი თუ ჯერ არ დაგიწყიათ მოწევა და თუ მწეველი ხართ , მაშინ ეცადეთ მექანიკაში არ გადაგივიდეთ სიგარეტთან ურთიერთობა: თვითოეულ ღერს გაცნობირებულად დაუთმეთ თქვენი დრო და ყურადღება.
პ.ს. გადაგდების მერე სიგარეტს მაინც ვყიდულობ ხოლმე და მიგდია ჩანთაში ან სამუშაო მაგიდის უჯრაში .
შეიძლება მოკიდებული სიგარეტიც დავიჭირო ხელში , მაგრამ ფაქტი ფაქტია: ჩვენი ახლო მეგობრობა სიგარეტთან დასრულებულია სამარადისოდ.
No comments:
Post a Comment