Friday, September 2, 2011

homo homini lupus est*˚ 。* 。*。 • ˚ ˚ •。★

ეს სიტყვები ჩემ მეხსიერებაში შემოიჭრა ერთი ჩემი მეგობრის წყალობით,რომელიც დღეის მდგომარეობით იმყოფება იქ სადაც მტაცებელი ცხოველები იმყოფებიან-ზოოპარკში არა ოღონდ  – გისოსებს მიღმა. გისოსებს მიღმა კი სულაც არაა გაზაფხული,როგორც დარაბებს მიღმა, იქ როგორც კომპაქტურ და შეზღუდულ სივრცეში ალბათ ყველაზე მეტად იგრძნობა ადამიანური ბუნების მრავალი სახის მანკიერებანი , იგრძნობა იმაზე უფრო მწვავედ ვიდრე ასევთქვათ “თავისუფალ სივრცეში”-ჩვენ ცხოვრებაში,თუმცა რავიცი რავიცი -ყველაფერი ხომ შედარებითია.
 აქ მე საუბარს სულაც არ ვაპირებ ქართულ რეალობაში არსებული პენიტანციალური სისტემის მრავალფეროვან პრობლემებზე და სიდუხჭირეებზე , მე აქ მინდა ვისაუბრო პრინციპზე Homo Homini Lupus est ადამიანებს შორის, პრინციპზე რომლის თაობაზეც აწ გისოსებს მიღმა მყოფ ჩემ მეგობარს ერთი ხუთეული წლის წინ ვუმტკიცებდი არ ხარ მართალი- მეთქი,ადამიანები არ არიან ასეთები -მეთქი და ა.შ. გალაითებები ჩემი მხრიდან და გულში კი ვფიქრობდი რომ მისი ასეთი მსოფლმხედველობა,რომელიც ადამიანისგან ადამიანის მიმართ მგლობას ქადაგებდა ,გამოწვეული იყო მისი ტრამვირებული ბავშვობით, იმით რომ მან როგორც ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის შვილმა გაიარა უამრავი ტყვიების ზუზუნი და ყველანაირი  ტკივილის და შეურაცხყოფის წისქვილი დატრიალებულა მისთავს რაც კი შეიძლება გადახდეს ადამიანს და სწორედ ამ მოვლენებს ვუკავშირებდი მისი მხრიდან ამ გამოთქვამთან მეგობრობას, მაგრამ….
  მაგრამ გავიდა დრო და ჩემ ცხოვრებაში ადამიანისგან მიყენებული თვითოეული დაუნახაობის, ფარისევლური ,თუ ღალატის ტოლფასი საქციელის დროს , თუ ადამიანისგან უაზროდ  გამოვლენილი მარაზმის დროს მახსენდება გამოთქმა Homo Homini Lupus est და რათქმაუნდა მისი ავტორი, და კიდევ იოსებ ბროდსკის აი ეს ლექსი მახსენდება,რომელიც მირტყამს გულში მილიონ მძიმე ფიქრს:


Я входил вместо дикого зверя в клетку,
выжигал свой срок и кликуху гвоздем в бараке,
жил у моря, играл в рулетку,
обедал черт знает с кем во фраке.


С высоты ледника я озирал полмира,
трижды тонул, дважды бывал распорот.
Бросил страну, что меня вскормила.
Из забывших меня можно составить город.


Я слонялся в степях, помнящих вопли гунна,
надевал на себя что сызнова входит в моду,
сеял рожь, покрывал черной толью гумна
и не пил только сухую воду.


Я впустил в свои сны вороненый зрачок конвоя,
жрал хлеб изгнанья, не оставляя корок.
Позволял своим связкам все звуки, помимо воя;
перешел на шепот. Теперь мне сорок.


Что сказать мне о жизни? Что оказалась длинной.
Только с горем я чувствую солидарность.
Но пока мне рот не забили глиной,
из него раздаваться будет лишь благодарность.




ადამიანების სხვადასხვა კატეგორიას აქვთ სხვადასხვა მოთხოვნილებები, რომელთა გარეშეც მათი ცხოვრება წარმოუდგენელია:მსახიობის საბოლოო მიზანია-პოპულარობა და სცენასთან ზიარება, მწერალი ვერ მოიაზრება მოქნილი კალმის გარეშე, მონადირე წარმოუდგენელია იარაღის გარეშე,სრულფასოვანი  დედა-ბაიის გარეშე, ბანკირი ფულის გარეშე, პოლიტიკოსი ლიდერობისკენ მისწრაფების გარეშე, მიწათმოქმედი მიწის გარეშე, კალატოზი აგურის გარეშე და ა.შ..დედიდან ბაიაზე და ბაიიდან ბანკირზე გადასვლა განსაკუთრებით მომეწონა:) და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სხვადასხვა სოციალური ფუნქციის მქონე ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ რომ მიიღოს ის ,რაც დააკმაყოფილებს მის ძირითად მოწოდებას და მოთხოვნილებას , და თუ მის ძირითად სოციალურ ფუნქციასთან მისწრაფების პროცესში მას რაიმე გადაეღობება მაშინ მან უნდა იბრძოლოს და მგელივით გაიტანოს თავისი – წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპება მისი სოციალური ფუნქციაც, მისი ადამიანი თავმოყვარეობაც და შეიძლება ასეთი ადამიანი არშემდგართა რიგებიდან სუსტთა და დეპრესიისგან გაუბედურებულ ადამიანთა რიგებშიც გადაენაცვლოს.
მოკლედ ცხოვრება ხშირ შემთხვევაში ბრძოლაა და მე ვაფასებ ლამაზ და ღირსეულ  მებრძოლებს ,ისევე როგორც ვაფასებ და გამოვყოფ მგელს სხვა დანარჩენი ჯურისა და მასტის ცხოველებისგან, ისეთებისგან როგორებიცაა ტურა, მაჩვი, თხუნელა და ა.შ..მაგრამ ვაი რომ ძალიან ცოტაა ღირსეული მებრძოლი ნებისმიერ სფროში და ასპარეზზე და ვაი რომ გამოთქმა Homo Homini Lupus est შეიძლება ვიხმაროთ სულ უფრო ხშირად…
..როცა ცხოვრება ხდება ციხე, ფული-მკვლელობის და უბედურების წყარო, სიბერე-მარაზმის და არა სიბრძნის წყარო,როდესაც სახელმწიფო მონსტრად გადაიქცევა , და როდესაც ერთი ადამიანი ბოღმით და ძრწოლით უყურებს მეორეს და გულში კი ტირის თავისას, აი ამ შემთხვევაში იბადება ცნება Homo Homini Lupus est…
ყველაფრის სათავე პირადი შიში,შური, ამპარტავნება, გაუმაძღრობა და სხვადასხვა ჯიშისა და ჯურის სისუსტის გამოვლინებებია. რადგანაც ჭეშმარიტად ძლიერი ადამიანი არასოდეს გახდება მეორე ადამიანის მიმართ “მგელი” იმ გაგებით, რა გაგებაც ამ ანდაზაში მოიაზრება..ყველაფერი მოდის თვისობრივი სისუსტისგან და უგუნური ცნობიერებისგან და ეს ყველაფერი კი სუსტი ნებისყოფისგან, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს უფრო და უფრო უსუსტებენ ყოველდღირ ცხოვრებასა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე …
ასე იბადება ადამიანთა საზოგადოება, სადაც ერთი მეორესთვის მგელია ,სადაც ერთის წარმატება ხდება მეორის შურის მიზეზი , სადაც ეკლესიაში შესული ადამიანი დგას და ღმერთს ევედრება რომ მის მეზობელს დაეწვას სახლი …:)
ადამიანი ადამიანისთვის მაშინ ხდება მგელი, როდესაც არაფრის დიდებით არსურს საკუთარ თვალში ბეწვის დანახვა( ამ ბეწვის ამოღებაზე ხომ ზედმეტია საუბარი) და სურს სხვას დააკისროს ზოგადად  მიწიერი ბეწვის არსებობის პასუხისმგებლობა, როცა თვითონ მთელი ცხოვრება “პატიოსანი” ცხოვრებით ცხოვრობდა(არადა უყვარდა გრიალი და მრავალ მიწიერ სიამოვნებას იკმაყოფილებდა მაშინდელი-კომუნისტების დროინდელი ხელფასის წყალობით)  და  სიბერეში ბატონი სააკაშვილის რეჟიმმა მოსვა 100 ლარიან პენსიაზე და სიბერეში გაცნობიერებულ მატერიალური დისკომფორტის წყაროდ შინაგანად და გარეგნულადაც ასახელებს საკუთარ შვილს,ძმიშვილს , სიძეს თუ რავიცი კიდევ რომელ მონაგარს, მთავარია ვინმეზე მაინც ამოანთხიოს ბოღმა უქონლობის გამო, ან მცირედი ქონების გამო…
მოკლედ Homo Homini Lupus est...


  

მგელი ჩემი ყველაზე საყვარელი სიმბოლოა-ის  არაა მხოლოდ ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელი, არამედ სიმბოლო ...სიმბოლო თავისუფლების, ერთგულების ,სიყვარულის და არდამონების.
   ხშირია ცხოვრებაში, როცა რაღაცას ეშმაკურად გაპარებენ, როცა გიგებენ ხაფანგს ,რომელშიც უნდა გაება, როცა გტენიან თავის სამყაროს და ცხოვრების "უსტანოვკებს" ისე ტექნიკურად ,რასაც ფაქტის წინაშე დაყენების ნაგლი ხელოვნება ქვია და აი ამ ყველაფერს და სხვა მსგავს მაქინაციებს და ათასი ნაცოდვილარი ტვინის ეშმაკის მანქანებებს რომ გაუძლო, უნდა გიყვარდეს ალბათ მგელი...
 და რაც უფრო მეტია და დახვეწილი  ზეწოლა,მით მეტია ბრძოლის და გამარჯვების ყიჟინაო-კომუნისტურად შევძახებდი წითლების დრო რომ იყოს...მაგრამ მე წითლებზე და ცისფრებზე საუბარია არ მინდა ეხლა. მე მგლებზე ვსაუბრობ, იმ მგლებზე რომლებიც უამრავი სხვა ჯიშისა და ჯურის მტაცებელი ცხოველების გვერდით მოღვაწეობენ,ეს ცხოველებია: ტურა, მაჩვი, თხუნელა, ვირთხა და მოკლედ ათასი ჯურის არაღირსეული სისხლის მქონე "შაკალი", რას ვერჩი ამათ? ამათ არაფერს, მაგრამ ამათი ბუნებისა და ზნის მქონე ადამიანებს ვერჩი, რომლებმაც არ იციან დანდობა თუკი რამეში დაგიდეს წუნი.
    მგელმა კი იცის დანდობა და დანახვაც იცის, თანამეწყვილეს სიკვდილის შემთხვევაში ერთგულად მარტო სიკვდილიც იცის.
  რაც უფრო მეტად ვიცნობ ადამიანთა ბუნებას ( უმრავლესობაზეა საუბარი) მით უფრო მიყვარდება მგლები.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------
სხვა წყაროები მგლებზე:1)

"ვ. ბარდაველიძეს შესწავლილი აქვს მგელთან დაკავშირებული რწმენები. ეს წარმოდგენები სვანეთში უკავშირდებოდა ცნობილ დროშას, ლემს. ამ რამდენიმე ათეული წლის წინ სვანეთში იმართებოდა დღესასწაული მგლის სარიტუალო მოკვლით. მამაკაცების პროცესიას წინ მიუძღოდა მგლის მკვლელი, გრძელ ჭოკზე ჩამოკიდებული მგლის ტყავით. პროცესია სიმღერით გარს უვლიდა სოფელს. ხალხს სწამდა მგლის განსაკუთრებული, ზებუნებრივი თვისებები, მაგალითად, მხედველობა, წინასწარხედვის უნარი, ადამიანის დაცვის ძალა და სხვა. ხალხის რწმენით მგლის კბილს შეეძლო ავი თვალისგან დაცვა, მისი ხორცისა და ძვლების ნახარში სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ასევე ტაბუირებული იყო მგლის მოკვლა. თუ ტაბუ შემთხვევით დაირღვეოდა, მონადირეები ქუდმოხდილები დაიტირებდნენ და ებოდიშებოდნენ მოკლულს, თანაც მის სიკვდილს ძმის სიკვდილს ადარებდნენ. დატირების შემდეგ მონადირე ნადირს ატყავებდა და ლეშს უსათუოდ მარხავდა. მკვლევარმა ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ ძველად გავრცელებული ყოფილა მგლის ტყავის უსახელო ჩასაცმელი, ბეწვით გარეთ, რომელსაც კუდი ქონდა დატოვებული. ვ. ბაადაველიძე აღნიშნავს, რომ ჩემს დროს ასეთ ქურქს მხოლოდ ასაკოვანი ხალხი ატარებდაო. სოფლის შემოვლის დროს მცხოვრებლებს სახლებიდან გამოჰქონდათ თოფის წამალი და ტყვია და პროცესიის წინაძღოლს აძლევდნენ. ეს წესი ვ. ბარდაველიძემ დაახასიათა, როგორც მთელი კოლექტივის თანამონაწილეობის გამოხატულება რიტუალურ ნადირობაში და იგი ტოტემისტური წარმოდგენების ნაკვალევად მიიჩნია. მგლის ბეწვისა და ბრჭყალის მაგიურ - სამკურნალო თვისებებზე წერს რ. ერისთავიც, რომელმაც 1882 წელს  ჩაიწერა მასალა სვანეთში. მგლის ბეწვს წვავდნენ და ავადმყოფს უბოლებდნენ ეპილეპსიის შეტევისას, ხოლო მგლისა და დათვის ბრჭყალებს ავგაროზებად კიდებდნენ. მოკლული მხეცის, კერძოდ ვეფხვის დატირების წესი გავრცელებული ყოფილა აღმოსავლეთ საქართველოშიაც. ცნობილია ხალხური ლექსი, სადაც მოკლული ვეფხი ძმად მოიხსენიება..."
2) მგელთან დაკავშირებული სახელები: მგელა, მგელუკა, მგელიკა, მგელია, გელა.
"მგლისას" ნიშნავს ირანული – გურგენ
ხოლო "მგლისტანიანს"–ვახტანგ.
მგელი–"ვოლფ" და მისგან ნაწარმოები სახელები: 
ვოლფგანგ( "მგლის სვლა"), ადოლფ(" კეთიშობილი მგელი"), რუდოლფ("წითელი მგელი")

No comments:

Post a Comment